მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის ექვს თვეში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა 15,6%-ით გაიზარდა

62e38dc630bbc
ელენე გოგბერაშვილი
29.07.22 11:37
785
საქსტატი 2022 წლის იანვარ - ივნისის მდგომარეობით მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 086 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6%-ით მეტი) 3 187.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 %-ით მეტი).

ნებართვების 77.3% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52.1% მოდის ქ. თბილისზე, 10.7% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.6% კი იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

ამასთან, 2022 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 246.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.3 %-ით მეტი) 1 168 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5%-ით მეტი).

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი  ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის. კერძოდ, 39.4% მოდის ქ. თბილისზე, 12.7% - კახეთის რეგიონზე, 10.1% კი მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.