მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის ივლისიდან პანდემიის დასასრულის დასაწყისს ვიხილავთ - აკაკი ზოიძე

61cdf033b6d4d
თამთა ჯიჯავაძე
01.01.22 17:30
2903
"ის, რომ მოქალაქეების 70%-ის აცრა 2022 წლის ივლისამდე მოვახერხოთ, მიღწევადია", - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა.

მისი თქმით, ამით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის დასრულება დაიწყება.

„მინდა, ოპტიმისტური განწყობა შემოვიტანო; მჯერა, მთელი ეს ცვლილებები, რაც მიმდინარეობს ვირუსის ევოლუციის კუთხით, საბოლოო ჯამში, მეტყველებს იმაზე, რომ პანდემიური საფრთხე უკეთეს შემთხვევაში გაციების დონის პრობლემაში გადაიზრდება ან კიდევ ენდემური დაავადების, სეზონური გრიპის პრობლემაში, რაც მოითხოვს იმას, რომ სეზონურად რისკ-ჯგუფები აიცრან ანუ არა მთელი მოსახლეობა, არამედ გარკვეული ჯგუფები - ხანდაზმულები, ორსულები ან ახალშობილები, იმის მიხედვით თუ რომელი შტამი დომინირებს იმ მომენტში. ეს დადებითი მოვლენაა, თუ ამ სცენარით განვითარდა მოვლენები.

„ფაიზერის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ეს მოხდება 2026 წლიდან, სხვების პროგნოზით - 2024 წლიდან, მე და კიდევ ბევრი სპეციალისტი მსოფლიოს მასშტაბით, ვამბობთ, რომ 2022 წლის ივლისიდან ვიხილავთ პანდემიის დასასრულის დასაწყისს ანუ აღარ გვექნება ახალი შტამების და ახალი ტალღების მოლოდინები, რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, დღესდღეობით, საქართველოში, დაახლოებით, 1 მლნ მოქალაქეა, რომელთაც არც გადატანილი აქვთ კორონავირუსი და არც აცრილი არიან. როგორც აკაკი ზოიძე ამბობს, ეს ადამიანები ახალი შტამის მიმართ ძალიან მოწყვლადი იქნებიან.

"ომიკრონი" არის, დაახლოებით, წითელას შესადარი ინფექციურობის და კონტაგიოზურობის მქონე დაავადება. დიდი ალბათობით, მოკლე დროში ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდება", - განაცხადა მან.

ცნობისთვის: საქართველოში "ომიკრონის" რამდენიმე ათეული შემთხვევა უკვე დადასტურდა.