მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის საგადასახადო გეგმა 13.4 მილიარდ ლარამდე იზრდება

61adc56898a62
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.21 12:16
873
გამოქვეყნდა 2022 წლის ბიუჯეტის მესამე წარდგენის პროექტი, რომლითაც სახელმწიფო ხარჯები 332 მილიონი ლარით, 19,171,000,000 ლარამდე იზრდება. პარალელურად, მატებაა გადასახადების მობილიზაციის მიმართულებით, კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადასახადების აკრეფიდან 132 მილიონით იზრდება და 13.4 მილიარდი ლარი ხდება.

ცალკეული გადასახადების მიმართულებით ზრდა ასეთია:

• საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 28.3 მლნ ლარით და განისაზღვრება 4.3 მილიარდი ლარით;
• მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 59.6 მლნ ლარით და განისაზღვრება 1.62 მილიარდი ლარის ოდენობით;
• დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 33.1 მლნ ლარით და განისაზღვრება 5.4 მილიარდი  ლარის ოდენობით;
• აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 11.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1.89 მილიარდი ლარის ოდენობით;
• იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 85 მლნ ლარით (იზრდება 0.5 მლნ ლარით);
• სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წარდგენასთან შედარებით არ შეცვლილა და განისაზღვრება 130 მლნ ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა შემოსავლებს, ის ასე ნაწილდება:

• ვალების აღება - 4.35 მილიარდი ლარი, მათ შორის საგარეო ვალები 3.05 მილიარდი ლარი, 1.3 მილიარდი საშინაო ვალი;

• გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები გაზრდილია 150,0 მლნ ლარით და შეადგენს 341.8 მლნ ლარს.

• არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა წინა ვერსიასთან შედარებით არ შეცვლილა და შეადგენს 300.0 მლნ ლარს.