ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს საქართველოში ინვესტირებით არაერთი უცხოური კომპანია არის დაინტერესებული. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფი მინისტრის თქმით, ამ კომპანიების ნაწილი ქვეყანაში ისედაც წარმოდგენილია, ხოლო ნაწილი ახალი ინვესტორი იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი და სამთავრობო დელეგაცია დღეს კომპანიების Stena Line-ის, ასევე "კარფურის" აღმასრულებლებს შეხვდა. ამასთანავე, შეხვედრა გაიმართა კატარის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელთანაც.
„დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ძალიან ინტენსიური შეხვედრები იმართება ინვესტორ კომპანიებთან. ჩვენ გვქონდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა ძალიან ბევრ დაინტერესებულ კომპანიასთან. იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობენ და არის შანსი, რომ მათ გააფართოვონ თავიანთი საინვესტიციო პროექტები საქართველოში, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც ჯერ რეგიონში არ არიან წარმოდგენილები. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ გეოგრაფიულ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო მოვლენების ფონზე ცენტრალური დერეფნით დაინტერესება საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების. ჩვენ ვისაუბრეთ ძირითად სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ასევე, ენერგეტიკის მიმართულებებზე, ზოგადად, სტუმარმასპინძლობის სფეროზე და სხვადასხვა დარგზე, სადაც საქართველოს მართლაც გამორჩეული პოტენციალი გააჩნია. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგი, რაც გულისხმობს დაკავშირებადობის აქტუალობას. ამაზე ევროკავშირის ხელმძღვანელმაც, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა. საუბარია ახალ დამაკავშირებელ შავი ზღვისქვეშა კაბელზე, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას ევროპასთან პირდაპირ დააკავშირებს და შესაძლებლობებზე, რომელიც საინვესტიციო კუთხით ჩნდება. მე ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი