მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2023 წელი უფრო აქტიური იქნება“ - „თეგეტა ჰოლდინგმა“ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით ₾150 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

63a9f9be326da
ალა ისპირიანი
26.12.22 23:25
1062
„თეგეტა ჰოლდინგმა“ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, ₾150 მილიონის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. ეს საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისიაა, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი - სიდიდით მეორე.

„თეგეტა ჰოლდინგის“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული ₾150 მილიონი სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას სრულად მოხმარდება. ობლიგაციების სრული ძირის თანხის დაფარვა გათვალისწინებულია 3 წლის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ყოველკვარტალურად დაიფარება.

"თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორის მერი ჩაჩანიძის განცხადებით, საპროცენტო განაკვეთი თბილისის ბანკთა შორის განაკვეთს დამატებული 3,5% -ია. მან გადაცემა " საქმიან დილაში" თქვა, რომ "თეგეტას" განთავსება მათთვის რიგით მე-11 იყო თუმცა ამ კვირაში კიდევ ორო პატარა ზომის განთავსება აქვს.

„დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო. განთავსებაში მონაწილეობა დაახლოებით ათმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მიღო და ასევე ინვესტორების მონაწილეობა დივერსიფიცირებულია. აქ არ გვყავს ერთი ან ორი ინვესტორი, რომელსაც ძირითადი ნაწილი აქვს. ყველაზე დიდი ინვესტორის წილი 30%-ია, ერთი ინვესტორი გვყავს 25%-იანი და დანარჩენი წვრილ-წვრილ თანხებად არის ჩაშლილი. ადგილობრივმა რვა ბანკმა და ორმა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. თავიდან ვფიქრობდით, რომ ადგილობრივ ბაზარზე მაქსიმალური რესურსი რისი მოგროვებაც შესაძლებელი იქნება 100-120 მილიონის ფარგლებში იყო, მაგრამ ბანკებთან აქტიური მუშაობის პროცესში გამოჩნდა, რომ დაინტერესება ბევრად მეტია და საბოლოოდ ეს გარიგება 150 მილიონის განთავსებით დავასრულეთ. ობლიგაციის ვადა სამი წელია, საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთა შორის განაკვეთს დამატებული 3,5%-ია.

გასახარია, რომ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტები, ამ შემთხვევაში კომერციული ბანკები და სადაზღვევოები მეტად არიან დაინტერესებული და მათი მონაწილეობა იზრდება. განთავსებაშიც გვყავს ერთი ისეთი ბანკი, რომელიც მანამდე არასოდეს მონაწილეობა და დღეს შემოვიდა. 2022 წელის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი იყო კაპიტალის ბაზრებისთვის. წელს ჩვენი მანამდე არსებული ყველა რეკორდი მოვხსენით, იქნება ეს განთავსებების რაოდენობა თუ მოცულობა. „თეგეტას“ განთავსება ჩვენთვის რიგით მეთერთმეტე იყო თუმცა წელი არ დამთავრებულა და ამ ერთ კვირაში კიდევ ორო პატარ-პატარა ზომის განთავსება გვაქვს. ჯამურად განთავსებების მოცულობამ „თიბისი კაპიტალის“ შემთხვევაში დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი შეადგინა.

ველოდებით რომ 2023 წელი უფრო აქტიური იქნება ვიდრე იყო 2022 წელი და ამის შესაბამისი მანდატები ხელმოწერილია, გუნდი აქტიურად მუშაობს ემიტენტებთან და იანვრიდანვე განთავსებები გაგრძელდება“, - განაცხადა მან.