14.აგვისტო .2022 10:15

2023 წელს, ჩხოროწყუს თანამედროვე კულტურის სახლი ექნება - ინვესტიცია ₾4.6 მილიონია

2023 წელს, ჩხოროწყუს თანამედროვე კულტურის სახლი ექნება - ინვესტიცია ₾4.6 მილიონია
views 968
უკან

ქალაქ ჩხოროწყუში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კულტურის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც BM.GE-ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ განუცხადა, კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება.

მისივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდება.

„აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაცია. სამუშაოებში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. კულტურის სახლი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის აპარატურით, განათებებით, იქნება დიდი საკონცერტო დარბაზი, რომელიც 400 სტუმრის მიღებას შეძლებს“, - აცხადებს დათო გოგუა.


მისივე თქმით,ჩხოროწყუს კულტურის სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა.

„ჩვენს ქალაქში კულტურული ცხოვრება აქტიურად მიმდინარეობს, გვყავს ანსამბლები, ბენდები და სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფები. რთულ პირობებში უწევდათ მათ რეპეტიციების გამართვა, ასევე ვერ ვმასპინძლობდით საერთაშორისო თუ ადგილობრივ ფესტივალებს, რეაბილიტაციის შემდეგ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება“, - თქვა ჩხოროწყუს მერმა.

სამუშაოებს კომპანია შპს "აი-ქეი-ბი" ასრულებს. ცნობისთვის, ბიზნესრეესტრის თანახმად შპს "აი-ქეი-ბი" 2018 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია კახაბერ გერგედავა. ამავე კომპანიის 50% ირაკლი პაპავას ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა