მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება ₾3 მილიარდს აჭარბებს

6399f31d2f9b0
BM.GE
14.12.22 21:17
612
2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება.

პროექტის საბოლოო ვარიანტში, სამინისტროსთვის დამატებით გამოყოფილია 355 მილიონი ლარი და ჯამური ასიგნება 3 მილიარდ 330 მილიონ ლარს აჭარბებს. დამატებული თანხიდან, 200 მილიონი ლარი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვისაა გათვალისწინებული.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ტურიზმს, რომლის პოტენციალის გასაზრდელად, აუცილებელია ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბება და არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დამატებითი თანხების გამოყოფა. 

დამატებითი თანხები შემდეგი მიმართულებით ნაწილდება: 

100 მილიონი ლარი გათვალისწინებულია რეგიონებში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. მომდევნო წლებში ამ მიმართულებით ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა;

25 მილიონი ლარი მიიმართება 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებაზე;

30 მილიონი ლარია დამატებით გათვალისწინებული განახლებული რეგიონების პროგრამის დაფინანსებაზე.