საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის პროგნოზით, საქართველოს აეროპორტები 2023 წელს, ჯამში, მინიმუმ 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ ამის თქმის საშუალებას 2022 წელს, პანდემიის შემდეგ 90%-ით აღდგენილი მგზავრთნაკადის მონაცემები აძლევს.
„2022 წელს პანდემიის შემდეგ აღდგენის დინამიკა წინასწარ პროგნოზებს 1.5 - 2 წლით ასწრებს. 2023 წელს კი ბევრად უკეთეს შედეგს ველოდებით. მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონ მგზავრს გადავაჭარბებთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან კარგი შედეგით მუშაობენ ის აეროპორტებიც, რომლებიც შიდა ფრენებს ახორციელებენ - მესტიის აეროპორტით მისი არსებობის მანძილზე 60 000-მდე მგზავრმა ისარგებლა, სადაც 2023 წელს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება იგეგმება, როგორიცაა ტერმინალის რეაბილიტაცია და ა.შ.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ვგეგმავთ, ფრენების რაოდენობა ქუთაისი-მესტიის მიმართულებით გავზარდოთ, აქ ძირითადი ინტერესი ტურისტების მხრიდანაა. ასევე, ვვარაუდობთ, რომ შეიძლება რამდენიმე მიმართულება დაემატოს შიდა ფრენებში, ამ ეტაპზე ბაზრის კვლევის პროცესში ვართ,“ - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 441 316 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 78%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით, 2019 წლის მაჩვენებლის კი 85%-ს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი