მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბიუჯეტი იზრდება

633fd1a8eb5b5
ინგა მურუსიძე
07.10.22 11:08
1237
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია, რაც  პროგრამაში „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსების ზრდასაც ითვალისწინებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2022 წელს 3, 600 ჰექტარზე დაფინანსდა ბაღების გაშენება; მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ბაღების გაშენება დაკონტრაქტებულია 3,000 ჰექტარზე მეტ ფართობზე. "პროგრამის ბიუჯეტის ზრდა ნიშნავს მეტ ახალ თანამედროვე ბაღს, რაც დადებითად აისახება მეხილეობის დარგის განვითარებაზე", - ამბობენ სააგენტოში.

"2015 წელს, როდესაც სახელმწიფომ პროგრამის „დანერგე მომავალი” განხორცილება დაიწყო, ფერმერებს სჭირდებოდათ მხარდაჭერა პირველად წარმოებაში, რათა ქვეყანაში ეფექტიანად ყოფილიყო გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო მიწები, გაზრდილიყო თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები და საექსპორტო შესაძლებლობები. პროგრამის განხორციელებამ შესაძლებელი გახადა ქვეყანაში შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომელთა მიერ წარმოებული ხარისხიანი ქართული პროდუქცია თავს იმკვიდრებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე, 19,524 ჰა-ზე ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების გაშენება, ჭის/ჭაბურღილის, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობისა და სანერგე მეურნეობების მოწყობა დაფინანსდა. ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 270,174,519 ლარი, სახელმწიფო თანადაფინანსება კი, 141,093,116 ლარია", - ნათქვამია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში. 

2022 წელს, ისევე როგორც მომდევნო წლებში, პროგრამით გაშენებული კულტურების მოსავალი მზარდია, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში ეტაპობრივად შესვლით.