მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ყველა კომპანია თავის ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდება - ვახტანგ ბუცხრიკიძე

5ea579654c152
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.20 16:06
1439
თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გადაცემა “Forbes კვირაში” აცხადებს, რომ ბანკების მიერ უცხოეთიდან მოზიდული თანხები, ასევე საკრედიტო-საგარანტიო ფონდში მობილიზებული თანხები არა ახალი პროექტების დაფინანსებას, არამედ არსებული სესხების რესტრუქტურიზაციას უნდა მოხმარდეს.

“150 მილიონი დოლარი მოზიდულია. 500-600 მილიონზე გვაქვს მოლოდინი, რომ მოვიზიდავთ. ამ თანხებს ვიზიდავთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ამავე დროს ანტიკრიზისულ გეგმაშიც იყო გაჟღერებული - 300 მილიონი ლარის პროგრამა საკრედიტო საგარანტიო ფონდის ფორმატში, რომლითაც ქართული ბანკების მეშვეობით მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარება.

ჩვენი მუშაობა მთავრობასთან და საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან მიმდინარეობს შემდეგზე: თუ აქამდე თანხებს ვიზიდავდით, რათა ახალი ბიზნესები დაგვეფინანსებინა, ახალ ვცდილობთ და მთავრობაც გვეხმარება, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ამ თანხების ნაწილი მომართული იყოს არსებულ პორტფელებზე. რეალურად მომავალი 12 თვის განმავლობაში, კომპანიების სურვილი იქნება, მიმდინარე სესხების რესტრუქტურიზაცია, ნაკლები იქნება მოთხოვნა ახალ სესხებზე.

თავიდან ეს პროგორამა(საკრედიტო-საგარანტიო ფონდის ფარგლებში) მობილიზებული იყო ახალი პროექტების დაფინანსებზე და ჩვენი კომენტარი იყო, რომ ნაცვლად ახალი პროექტების დაფინანსებისა, მნიშვნელოვანი ნაწილი გადართულიყო არსებული კომპანიების რეფინანსირებაზე, რადგან ბევრ კომპანიას შეექმნა პრობლემები. ჩვენ გვჯერა, ეს პრობლემა შეიძლება იყოს 1-2- წლიანი, მაგრამ 2023 წელს ყველა კომპანია თავის ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდება.

ამასთან, გვინდა ვიმუშაოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ მოზიდული თანხების დიდი ნაწილიც მოხმარდეს არსებულ პროექტებს”,- აცხადებს ბუცხრიკიძე.