მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2023 წლიდან გარკვეული ცვლილებები გვექნება“ - „ზარაფხანას“ სტრატეგია

63aeacd1626a7
ვიქტორია მღებრიშვილი
31.12.22 00:05
857
საიუველირო ნაკეთობათა ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „ზარაფხანასთვის“ „2022 წელი გარდამტეხი იყო“, რადგან წარმოების 100%-იანი წილის მმართველი კომპანია „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა.

წარმოების ახალი ხელმძღვანელი თორნიკე სამხარაძე BM.GE-სთან კომპანიის განვითარების სტრატეგიაზე საუბრისას ამბობს, რომ 2023 წლიდან გარკვეულ ცვლილებებია დაგეგმილი. რა ცვლილებებზეა საუბარი არ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ „ზარაფხანას“ მიზნები და პრინციპები უცვლელია.

„დაახლოებით თვენახევარში გარკვეული ცვლილებები გვექნება. მთლიანობაში კომპანიის ხედვა და მიზნები არ შეცვლილა. „ზარაფხანა“ საქართველოში წამყვან საიუველირო სახლად რჩება - ჩვენი მიზანი ქვეყანაში საიუველირო ხელოვნების განვითარებაა“, - აღნიშნავს თორნიკე სამხარაძე.

აღსანიშნია, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს „ზარაფხანას“ მაშინდელი მენეჯმენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და დიდ ბრიტანეთში მაღაზიების გახსნას გეგმავდა. დღეს კი „ზარაფხანას“ დირექტორი თორნიკე სამხარაძე ამბობს, რომ ეს გეგმა კვლავ აქტუალურია.

„ზარაფხანასთვის ერთ-ერთ მიზნად არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და დიდ ბრიტანეთში ფილიალების გახსნა იყო. 2022 წელი კომპანიისთვის მენეჯმენტისგან ცვლილების გამო რეორგანიზაციის წელი იყო, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფართოების გეგმაზე უარი არ გვითქვამს. 2022 წელს ფილიალების გახსნის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ინფლაცია იყო და მსოფლიოში კომერციულ უძრავ ქონებაზე ფასები ზრდა იყო.

2023 წელს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი ბაზრის მაქსიმალური ათვისებაა. უკვე შემდეგ უცხოური ბაზრების ათვისებაზე გადავერთვებით.
2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში კომპანიის პოზიციონირება უნდა დავასრულოთ და ამის შემდეგ უცხოურ ბაზრებზე განვითარებას დავიწყებთ.
ზარაფხანა დღეს ლიდერ საიუველირო კომპანიას წარმოადგენს. წელს საქართველოში ახალი მაღაზიების გახსნას და ახალ აქტივობებს ვაორგანიზებთ“, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.

რაც შეეხება ქვეყნის საზღვრებს მიღმა მაღაზიების გახსნას, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა 2023 წლის ბოლოს დაიწყება, რაც თავის მხრივ ექსპორტს გააქტიურებს. მისივე ინფორმაციით, დღეს გაყიდვებში ექსპორტის წილი 5%-მდეა. ქართული საიუველირო ნაკეთობები კი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში იყიდება.