მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლისთვის თურქეთი წელიწადში 75 მილიონზე მეტი ტურისტის მასპინძლობას გეგმავს

5d9898bb34215
მიშა ხაჩიძე
05.10.19 23:10
1597
2023 წლისთვის, თურქეთი წელიწადში 75 მილიონზე მეტი ტურისტის მასპინძლობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. საქართველოს მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებაში ტურისტული ინდუსტრიდან დამატებით 65 მილიარდი დოლარის გამომუშავებას პროგნოზირებენ.


თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეტ ერსოიმ თურქეთის ტურიზმის სტრატეგიული გეგმა წარადგინა. ინდუსტრიის განვითარების პროგრამა 2023 წლამდეა გაწერილი და მისი მთავარი მიზანი ტურისტული ნაკადის გაორმაგებაა.


ხელისუფლება მდიდარი მოგზაურების მოზიდვას აპირებს. ვიზიტორებს ახალ ტურისტული პროდუქტების შესთავაზებენ. მათ შორის, ქვეყანაში გასტრონომიული პროექტები და მარშრუტები ვითარდება. მეტი ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმს. სახელმწიფო ასევე ახალ მიმართულებას - ველოტურიზმს ავითარებს. ამისთვის კი, თურქეთში ველოსიპედის ბილიკები და ველოსიპედის მარშრუტები შეიქმნება. იგეგმება,
ველოსიპედისტების სასტუმროების გახსნაც.


ახალი გეგმის თანახმად, სახელმწიფოს მხარდაჭერას მიიღებენ რეგიონები და კურორტები, რომლებიც განავითარებენ ეკოტურიზმს.


მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანახმად, თურქეთი ტურისტების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. გასულ წელს ქვეყანას 39,5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა.