მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ბათუმში პორშეს ცენტრის გახსნა იგეგმება - პეტრე წაქაძე

6345bc025adec
ალა ისპირიანი
11.10.22 23:30
703
"პორშე ცენტრი თბილისის" დირექტორის პეტრე წაქაძის განცხადებით, 2024 წელს ბათუმში პორშეს ცენტრის გაიხსნა იგეგმება.

როგორც მან გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, იქიდან გამომდინარე, რომ პორშეზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, "პორშე ცენტრი თბილისი" რეგიონების მოცვას გეგმავს.

"თითქმის ყოველ წელს რეკორდული გაყიდვები გვაქვს. საქართველოში და კავკასიის რეგიონში ყველაზე პოპულარული მოდელი ჯიპები - SUV -ია. გაყიდვებს რაც შეეხება, 2021 წელთან შედარებით იქნება გაორმაგება. მხოლოდ საქართველოში 2021-ში 91 ახალი პორშე გაიყიდა, წელს დაახლოებით 180 ერთეულის გაყიდვას ველოდებით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, " გეგმაშია, რომ 2024 წელს ბათუმში პორშეს ცენტრი გაიხსნას. მუდმივად ვფიქრობთ იმ სიახლეების გაზიარებაზე, რასაც პორშე გვთავაზობთ. ამაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა, გაიზარდა მოთხოვნა და გვინდა რეგიონები მოვიცვათ", - ამბობს პეტრე წაქაძე.

ცნობისთვის: Destination Porsche – „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად უკვე გაიხსნა. „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული სერვისცენტრი ერთ-ერთი პირველი ლოკაციაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც „Destination Porsche“ კონცეფციით შეიქმნა. გერმანული პრემიუმ ბრენდი გეგმავს, რომ თბილისის მაგალითზე, მსოფლიოს მასშტაბით, პორშეს სხვა ცენტრების რეკონსტრუქცია განახორციელოს.