მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება - პრემიერი

60d5c985910b0
ინგა მურუსიძე
25.06.21 19:20
1144
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე. მისი თქმით, ეს უნდა იყოს მთავრობის მთავარი ამოცანა. პრემიერის ინფორმაციითვე, გაგრძელდება მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერა.

„ჩვენი გუნდისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა.  მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო წლების განმავლობაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ამისთვის კომპლექსური ღონისძიებების გატარება ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად.

თანამედროვე ევროპულ მიდგომებს, რა თქმა უნდა, უნდა დაეფუძნოს დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვა. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი 800 000 ჰექტრიდან 1 მილიონ ჰექტრამდე გაიზრდება, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 17%-ს შეადგენს; დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უნდა გახუთმაგდეს.

ჩვენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაინერგება წყლის რესურსების მართვის ევროპული სისტემა. უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა, უზრუნველყოფილი იქნება წყლის რაციონალური გამოყენება;

კიდევ უფრო გავამკაცრებთ ზომებს ბრაკონიერობის და ტყის გაჩეხვის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა პრემიერმა.