მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლიდან კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სავალდებულო იქნება - მინისტრი

62eb8ae9603ef
BM.GE
04.08.22 13:00
1110
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2025 წლიდან კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სავალდებულო იქნება, რაც სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამის შესახებ მან ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ვიზიტისას ისაუბრა.

„ჩაფიძის კლინიკა“, ერთ-ერთია იმ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას შორის, რომელმაც საკუთარი ინიციატივით საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო. საუბარია გერმანულ KTQ-ს სტანდარტზე, რომელიც კლინიკებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ენიჭებათ.

"აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან, კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ოპერირების გასაგრძელებლად, სავალდებულო იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამ საკითხზე სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო და ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს",-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.