მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგების იქნება“ - ქარსელაძის დაპირება

628e4c6fbca35
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.22 19:52
874
„მთლიანობაში მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში 2025 წლის ბოლოსთვის 1 მილიონ ადამიანზე მეტს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 70%-ს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის ქვეყნის 100% მოსახლეობის ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.

„2022 წელს დაიწყება 350 მილიონი ლარის პროექტები, რომლებიც პრემიერის ინიცირებული პროექტის - განვადებით მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, წყალმომარაგების ეტაპობრივი გაუმჯობესების მიზნით, პარალელურად, გაგრძელდება და დაიწყება ახალი პროექტები დაბებში, სოფლებსა და კურორტებში, რის შედეგადაც 2030 წლის ბოლოსთვის საქართველოს სრულ მოსახლეობას ექნება წვდომა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე.

„ჩამდინარე წყლებით გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, წარმატებით ავაშენეთ გამწმენდი ნაგებობები ანაკლიაში, აბასთუმანში, ურეკსა და ზუგდიდში. ასევე, მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები გუდაურსა და მარნეულში. დღეის მდგომარეობის პროცესი დაწყებულია და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები ბაკურიანის, ჭიათურის, ხაშურის, ქუთაისის, გურჯაანის, სიღნაღის, წნორის მდებარეობებისთვის. ამ ამოცანის მისაღწევად, 10 წლის განმავლობაში, 9.2 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება, საიდანაც 2.5 მილიარდი პროექტები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.