ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Mastercard-ის ეკონომიკური კეთილდღეობის მხარდასაჭერმა მისწრაფებამ, 500 მილიონზე მეტ ადამიანზე მოახდინა პოზიტიური გავლენა. ტექნოლოგიური გაძლიერების, პარტნიორობის, ბიზნესისა თუ საზოგადოებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საშუალებით, კომპანიის მიზანია საზოგადოების როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მხარდაჭერა.
COVID-19 მსოფლიო პანდემიის შედეგებმა ჯანმრთელობისა და ეკონომიკის მხრივ, მკაფიოდ გვაჩვენა, რომ მსოფლიოში არსებული უთანასწორო გავლენები შესამცირებლად, აუცილებელია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება.
გლობალური კრიზისის დროს, Mastercard– მა კიდევ უფრო გააფართოვა ვალდებულება მსოფლიო ფინანსურ ჩართულობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ 2025 წლისთვის ციფრული ეკონომიკაში დამატებით 1 მილიარდი ადამიანი და 50 მილიონი მიკრო და მცირე ბიზნესი ჩაერთვება. ამ ძალისხმევის ფარგლებში, პირდაპირი ყურადღება გამახვილებულია 25 მილიონი მეწარმე ქალის დახმარებაზე, რათა მათი ბიზნესებმა ზრდა შეუფერხებლად გააგრძელონ.
გაფართოებული ვალდებულება ემყარება Mastercard– ის მისწრაფებას, COVID-19– სთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და ეკონომიკური გამოწვევების გადალახვაში დაეხმაროს ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.
”თუ რაიმე სახის გრძელვადიანი, სტაბილური გზით ვაპირებთ პანდემიის უარყოფითი შედეგებისგან გამოსვლას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ გზაზე, ყველა ადამიანი ჩართულია. ხოლო ციფრულ ეკონომიკაზე ხელმისაწვდომობა ამ გეგმის გადამწყვეტი ნაწილია.”- განაცხადა აჯეი ბანგამ, Mastercard– ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ”ეს ბევრად მეტია, ვიდრე კაცთმოყვარეობა. ეს არის შესაძლებლობა, რომ სამთავრობო და კერძო სექტორთან ერთად, მოვახდინოთ კომერციულად მდგრადი და მასშტაბური სოციალური ზეგავლენა ფართო საზოგადოების განვითარებაზე.“
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის 2015 წლის საგაზაფხულო შეხვედრებზე, Mastercard– მა აიღო ვალდებულება, რომ ფინანსურ სისტემას მიღმა არსებულ 500 მილიონ ფიზიკური პირის ჩართავდა ეკონომიკაში. მან ამ მიზანს 80 ქვეყანაში განხორციელებული 350-ზე მეტი ინოვაციური პროგრამით მიაღწია.
მაგალითად, აშშ – ში Mastercard თანამშრომლობდა არასამეწარმეო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Grameen America– სთან. პარტნიორობის მიზანი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და დაბალი შემოსავლის მქონე მეწარმე ქალთა ციფრული საბანკო მომსახურებაზე გადასვლა იყო. დღეს ქალებს შეუძლიათ დაიწყონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესი ისე, რომ ოპერაციები ციფრული გზით განახორციელონ და ისაგრებლონ მიკრო სესხებზე გაზრდილი წვდომით. ეს პროექტი 132,000-ზე მეტ მეწარმე ქალს დაეხმარა ბიზნესის დაწყებასა თუ გაფართოებაში.
ამ გეგმის განსახორციელებლად, რომელიც ერთი მილიარდი ადამიანის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საჭიროა ფართო სპექტრის ძალისხმევა, მათ შორის: მთავრობის განაწილების გადაწყვეტილებებზე მუშაობა, კერძო სექტორის თანამშრომლების ხელფასის დიჯიტალიზაცია, მობილური ქსელის ოპერატორებთან პარტნიორობა, ციფრული პლატფორმებისა თუ ციფრული საფულეების / აპლიკაციების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ფინანსურად მოწყვლადი საზოგადოებების ზოგადი მხარდაჭერა.
ეს ინიციატივა განცხადება ეფუძნება Mastercard– ის მუდმივ მცდელობას მხარი დაუჭიროს საზოგადოების ინკლუზიურ განვითარებას, კომპანიის ტექნოლოგიებისს, შესაძლებლობებისა და მიღწევების გამოყენებით. ამ მიდგომის ფარგლებში:
• გლობალური ჯანმრთელობის კრიზისის პირველ კვირებში, Mastercard– მა $ 25 მილიონამდე დააფინანსა ბილ და მელინდა გეითსის ფონდის COVID-19 თერაპიული აქსელერატორი, ითანამშრომლა Wellcome, Chan Zuckerberg ინიციატივასთან, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან და სხვებთან ერთად. Mastercard-ის თანამონაწილეობა დაეხმარა მსოფლიოს დაეჩქარებინა COVID-19 ეპიდემიაზე რეაგირება და მთელ მსოფლიოში უზურნველყო სამედიცინო საშუალებების მიწოდება, განვითარება და განაწილება.
• შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, მცირე ბიზნესისთვის აშშ – სა და სხვა ბაზრებზე, Mastercard– მა 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური, ტექნოლოგიური და სხვა სახის მხარდაჭერა დაანონსა, რათა ხელი შეუწყოს მათ სიცოცხლისუნარიანობისა და დასაქმებულების ფინანსური უსაფრთხოებას.
• Mastercard ფიზიკური და მცირე ბიზნესის სტიმულირების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობს ისეთ მთავრობებთან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და ჩილე.
• Mastercard იწყებს პროგრამას ინდოეთში მეწარმეების დასახმარებლად, რათა ფერმერებისთვის გაზარდოს ბაზრების ხელმისაწვდომობა დააამაღლოს ქალთა ეკონომიკური პოტენციალი.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი