Elumer - ასე ჰქვია პლატფორმას, რომელიც მეტავერს სამყაროში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების სერვისს ქმნის.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ხეჩუაშვილი BM.GE-თან აცხადებს, პლატფორმა სრულად გლობალური პროდუქტია, რომელიც მიზნად ამერიკაში რელოკაციას ისახავს. სერვისის ამოქმედებაში ამ დროისთვის შვიდი ქართველი პროგრამისტია ჩართული და პლატფორმა ფუნქციონირებაში თებერვლიდან ჩაეშვება.
რა იყო Elumer-ის ამოქმედების მიზეზი, რა გეგმები აქვს ქართულ კომპანიას გლობალურ ბაზარზე და რისი შეთავაზება შეუძლია მას საერთაშორისო მომხმარებლებისთვის, - ამის შესახებ პლატფორმის თანადამფუძნებელი BM.GE-თან ჰყვება.
„მას შემდეგ, რაც Facebook-მა სახელი გადაირქვა და Meta გახდა ის მეტავერს სამყაროს განვითარებაში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას დებს. გადავწყვიტეთ, რომ ამ სიახლეებს მივყოლოდით, დავიწყეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან, წამყვან მეტავერსებთან და გვინდა, რომ ისეთი სერვისი შევქმნათ, რომელიც ჯერ ბაზარზე არ არსებობს.
მაგალითად, უძრავი ქონების გაქირავების სერვისი ჯერ არ ყოფილა, ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამას შექმნის.
ასევე, ვნერგავთ უზრუნველყოფილი სესხების მექანიზმს, რაც იმას გულისხმობს, რომ მსესხებელს შეუძლია თავისი ენერგიების და უძრავი ქონების სანაცვლოდ აიღოს სესხი, გამსესხებელს კი შეუძლია, ამით პასიური შემოსავალი მიიღოს თავის კრიპტოვალუტაზე, ისე რომ მისი სესხი დაცული იყოს მსესხებლის NFT-ით, - ამას P2P სესხების პლატფორმას ვუწოდებთ. ასევე კრიპტოვალუტის ემისიას ვაკეთებთ, ანუ ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს ამ კრიპტოვალუტად 300-300 ერთეულს საჩუქრად გადავცემთ. იმისთვის, რომ ჩვენი სერვისი მომხმარებლებისთვის უფრო მოსახერხებელი გახდეს, მათ ფასების ანალიტიკასაც ვთავაზობთ ანუ, მომხმარებლის მიერ აქტივზე მითითებულ ფასს შევადარებთ საბაზრო ფასს, რაც საერთაშორისო ბაზრისთვის ახალი ინსტრუმენტია,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხეჩუაშვილმა.
რაც შეეხება გამოწვევებს და რისკებს, რომელიც ამ სფეროში ბიზნესის წამოწყებას თან ახლავს, მისი თქმით, მთავარი სირთულე ადამიანების ნდობის მოპოვებაა.
„წინასწარ რთულია ვთქვათ რამდენად დიდი დაინტერესება იქნება მომხმარებლების მხრიდან, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ადამიანებმა კრიპტოინდუსტრიის მიმართ ერთგვარად ნდობა დაკარგეს, მაგრამ ჩვენი მიზანია, მათ დავანახოთ, რომ ამ ინდუსტრიის უკან რეალური ბიზნესები, რეალური ეკონომიკით დგანან. საერთო ჯამში, ეს სფერო საკმაოდ პერსპექტიულია. საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების პროგნოზით 2026 წლისთვის მეტავერს უძრავი ქონების ბაზარზე ფასი 5-6 მლრდ აშშ დოლარი იქნება,“ - განმარტავს „Elumer“-ის თანადამფუძნებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო