მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლისთვის თამბაქოზე აქციზი ევროპულ მაჩვენებელს გაუთანაბრდება- როგორ ხვდება ბიზნესი დაანონსებულ ცვლილებებს

5e4fa5e26b0ad
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.20 19:20
1695

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გუშინ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის თამბაქოზე აქციზის გადასახადი ევროპულ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

British American Tobacco-ს კორპორატიულ დირექტორის ზვიად სხვიტარიძის განცხადებით, ასეთ მოკლე პერიოდში თამბაქოზე აქციზის გადასახადის გაზრდისთვის სექტორი მზად არ არის.

მისი თქმით, სავარაუდოდ საუბარია ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც ჩვენ ევროპასთან გვაქვს გაფორმებული და რომლის ნაწილი არის თამბაქოს დირექტივა. თამბაქოს დირექტივის მიხედვით, მაჩვენებელი არის 90 ევრო 1 000 ცალ ღერზე, რასაც უნდა მიაღწიოს აქციზის მაჩვენებელმა.

"დღეს ჩვენ საკმაოდ მაღალი სააქციზო გადასახადი გვაქვს ეს არის 30-32 ევრო 1 000 ცალ ღერზე. იგივე ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები, როგორიც არიან მაგალითად უკრაინა და მოლდოვა, აქციზი 2-ჯერ ნაკლებია ვიდრე ჩვენთან. ამ უკანასკნელმა უფრო ადრე მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და ვალდებულებაც, რომ ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვოს უფრო ადრე უწევს. თუ მოლდოვა ახერხებს იმას, რომ ასოცირების საბჭოს ევროგაერთიანების ფარგლებში მოელაპარაკოს ამ ვალდებულების გადაწევაზე, იმიტომ რომ არ არის ქვეყანა მზად ამისთვის, ჩვენ შემთხვევაში რატომ ვერ მოხდება ეს. ცალსახაა, რომ გაზრდილი აქციზის პირობებში სომხეთიდან შემოდის არალეგალური პროდუქცია და ამას ვერ აჩერებენ.

ჩემი აზრით, ევროპულ მაჩვენებლის აქციზის გადასახადის მიახლოება 2030 წლისთვის უნდა მოხდეს. ჩვენ,თამბაქოს ინდუსტრიამ რეკომენდაციებიც წარვუდგინეთ და ვთხოვეთ მინიმუმ 12 წლიანი გარდამავალი პერიოდი, მაგრამ  2030 წელი იქნებოდა ის პერიოდი, რითაც ქვეყანა და ბიუჯეტი არ დაზარალდებოდა.

ბიუჯეტი გასულ წელს 400 მლნ-ით ლარით დაზარალდა ამ რადიკალურად გაზრდილი აქციზის გამო. ჯერ შემოდიოდა არალეგალურად დაჭრილი თამბაქო და აქციზს მასზე არავინ იხდიდა და ქვეყანა კარგავდა ამას, ჯანმრთელობის კუთხითაც უფრო მეტად ზიანდებოდა მომხმარებელი, ახლა კიდევ უარესი ხდება, იმიტომ რომ არალეგალური პროდუქცია შემოდის სომხეთიდან და აფხაზეთიდან“, - განაცხადა British American Tobacco-ს კორპორატიულმა დირექტორმა.