16.ივნისი .2020 16:25

203 684 ჩამოტვირთვა, 10 ინფიცირებულის იდენტიფიცირება - როგორ მუშაობს STOP COVID აპლიკაცია?

views 397
უკან

აპლიკაცია STOP COVID-ით 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა, - ამის შესახებ bm.ge-ის მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა. 
 
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ანტიკორონავირუსული აპლიკაცია STOP COVID-ი  203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61% - ანდროიდის, ხოლო 39% - iOS-ის მომხმარებელია.

"აპლიკაცია საქართველოს მოსახლეობისთვის 16 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი და მთელი კვირის განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში გადმოწერილ აპლიკაციების შორის. მისი მეშვეობით 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა. ბოლო ინფიცირების შემთხვევა 7 ივნისს დადასტურდა.

აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება, მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ. „თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ, მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას“, - ამ ტიპის შეტყობინებას იღებენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ჰქონდათ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. 

აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეუძლიათ NOVID20-ის დასახელებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა