მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლისთვის მეცნიერების ბიუჯეტი 243 მილიონ ლარს მიაღწევს - ჩხენკელი

6103b316ef0ae
ინგა მურუსიძე
30.07.21 19:10
407
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე მეცნიერების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში მოხდება მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მეცნიერების განვითარების კუთხით შედეგზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

ამასთან, მიხეილ ჩხენკელის თქმით, დაინერგება მეცნიერების მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ევროპული მოდელი:
„იგეგმება მაქს პლანკის ინსტიტუტების მოდელის გათვალისწინებით სამეცნიერო დარგების კლასტერულად განვითარება. მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება“, - თქვა მან.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განხორციელდება არაერთი სამეცნიერო ინფრასტრუქტურული პროექტი. შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი სამეცნიერო ლაბორატორიები.

„ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ყოველწლიურად ზრდადი დაფინანსება 2030 წლისთვის 30 მილიონ ლარს მიაღწევს, ხოლო მეცნიერებისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 243 მილიონი ლარი იქნება“, - თქვა ჩხენკელმა.