კომპანია Lisi Wood-ი, რომელსაც ლისის ტბაზე ფესტივალის ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, წელს, 21-22-23 აგვისტოს ელექტრონული მუსიკის ღონისძიებას ანაკლიაში გამართავს. პროექტში 200 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის წარმომადგენელმა ლაშა წურწუმიამ განუცხადა.
მისი თქმით, წელს ღონისძიების ჩატარების მთავარი აქცენტი შიდა ტურიზმის ხელშეწყობაა, ამიტომ Lisi Island Anaklia ისეთი მასშტაბური და ხალხმრავალი არ იქნება, როგორიც ამ ტიპის ღონისძიებებია ხოლმე.
„ეს იქნება 3-დღიანი ღონისძიება, სადაც ჩამოსული ადამიანები კარგად გაერთობიან. ეპიდემიიდან გამომდინარე არსებული მდგომარეობის გამო ბილეთები შეზღუდული რაოდენობით იყიდება, რომლის ფასი, ჯერჯერობით, 100 ლარია, შემდეგ კი 130 ლარი გახდება. აქცენტს მხოლოდ ადგილობრივებზე ვაკეთებთ. ღონისძიება გაიმართება კუნძულზე, რომელიც დაახლოებით, 8 000 მ2-ს მოიცავს. მსურველებს 3 დღის განმავლობაში ვთავაზობთ კარგ მუსიკას და გართობას. დაახლოებით, 500-მდე ადამიანის მიღებას შევძლებთ, თუმცა ეს იმ პერიოდისთვის ღია ცის ქვეშ გასამართი ღონისძიებებისთვის დამსწრეთა რაოდენობის დასაშვებ ლიმიტზეა დამოკიდებული.
ჩვენთან პირდაპირ ბილეთის გაყიდვა არ ხდება, თავდაპირველად მსურველი აგზავნის მოთხოვნას, რომელსაც ვუდასტურებთ და ამის შემდეგ ხდება ბილეთის შეძენა. მოთხოვნა იმაზე დიდია, ვიდრე შეგვიძლია, რომ ხალხს ვუმასპინძლოთ, ამიტომ ნელ-ნელა ვაძლევთ თანხმობას, რომ ბილეთი იყიდონ. მოთხოვნაზე დასტური კი facebook-ი ონლაინ ვერიფიკაციის საფუძველზე გაიცემა, რაც იგივე ფეისკონტროლია“, - განაცხადა ლაშა წურწუმიამ.
ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ 1 აგვისტოსთვის გაწერილი იქნება კონკრეტული გაიდლაინები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ღონისძიებების ჩატარებას შეეხება, რათა დამსწრეთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა შეძლონ.
"ჩვენი ინფორმაციით, ღია ცის ქვეშ გასამართი ღონისძიებების გაიდლაინები 1 აგვისტოსთვის იქნება მზად, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის კომერციული მიზნებით ორგანიზებული ღონისძიება, რისთვისაც საჭირო იქნებოდა 3 000 ადამიანის დასწრება მაინც, რაც დღევანდელ პირობებში შეუძლებელია. ჩვენ ამ ღონისძიებას შიდა ტურიზმის გააქტიურების ხელშესაწყობად ვატარებთ, რათა ანაკლია-განმუხურის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცეს, ასეთ მდგომარეობაში, ზოგმა სახლი გააქირაოს, ზოგმა ტაქსის მძღოლად იმუშაოს და ა.შ. და ასევე გვინდა, დავამკვიდროთ ამ ღონისძიების ტრადიცია მომავალი წლებისთვის“, - განმარტა “Lisi Wood”-ის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებაც მხარს უჭერთ. „წლევანდელი ზაფხული რომ არ ჩავარდნილიყო ანაკლიაში, სწორედ ამიტომ დავაორგანიზეთ ეს ღონისძიება და ადგილობრივი მთავრობაც თავისი რესურსებით მხარში გვიდგას, ეს იქნება დასუფთავება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ სხვა“, - აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება