19.აგვისტო .2020 12:03

21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ნაწილში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნება

views 333
უკან

21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ნაწილში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან გაიხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა. აღნიშნულ ორ სოფელშიც გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ეცნობება მოსახლეობას“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის დავალებით, 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით „კოვიდ-19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა - გამოსვლა შეიზღუდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უზრუნველყო მესტიის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდებარე განთავსების 20 ობიექტში საკარანტინე სივრცეების ამოქმედება.