მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21 აგვისტოს ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა ერთი საათით შეიზღუდება

6120c51868017
BM.GE
21.08.21 13:18
806
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ57-კმ68 მონაკვეთზე, კლდის ფერდის ჩამოწმენდას (აფეთქებას მცირე მუხტებით) გეგმავს. სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2021 წლის 21 აგვისტოს 16:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილებზე ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საშუალებებით დაიფარება ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნები და განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები.

„საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.