მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$21 მლნ ქართული ატმის და ვაშლატამის ექსპორტიდან - TOP-ბაზარი რუსეთია

5f646ba242c27
ინგა მურუსიძე
18.09.20 12:20
1467
17 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 25,070 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 88%-ით აღემატება.

როგორც bm.ge-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ექსპორტირებული ატმით და ვაშლატამით მიღებული შემოსავალი 69%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 21,036 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

"ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (16,527.6 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,492 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა), ყაზახეთი (112.9 ტონა), უკრაინა (111.5 ტონა), პოლონეთი (111.5 ტონა), მოლდოვა (89.6 ტონა), სლოვენია (57.3 ტონა), სინგაპური (0.24 ტონა), ყატარი (0.01 ტონა), სიანგანი (ჰონკონგი) (0.06 ტონა).

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.