მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21 ნოემბერი: სად დაინფიცირდა 3 824 მოქალაქე?

5fb8bbeb50147
თელარა გელანტია
21.11.20 11:03
1000
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსი 3 851-მა მოქალაქემ დაამარცხა.

21 ნოემბრის covid-სტატისტიკასა და გეოგრაფიაზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში - 742, იმერეთში - 609, ქვემო ქართლში - 214, შიდა ქართლში - 197, გურიაში - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 319, კახეთში - 150, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 30“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 33 ადამიანი იმსხვერპლა, სულ გარდაცვლილია 927 პაციენტი.