მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21 ნოემბრის covid-სტატისტიკა: დაინფიცირდა 3 824 მოქალაქე, გამოჯანმრთელდა - 3 851

5fb8ad54c6154
თელარა გელანტია
21.11.20 10:58
603

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსი 3 851-მა მოქალაქემ დაამარცხა.

21 ნოემბრის covid-სტატისტიკაზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 100 684-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 851 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 81 783-მდე", - განაცხადა სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 33 ადამიანი იმსხვერპლა, სულ გარდაცვლილია 927 პაციენტი.