მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21 ოქტომბერი: საქართველოში თვითიზოლაციაშია 21 703 პირი, მძიმედაა 372 პაციენტი

5f904d018565e
თელარა გელანტია
21.10.20 19:05
656
21 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, სულ კორონავრუსით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული; ჯამში, 9003 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ხოლო ვირუსმა 172 პაციენტი იმსხვერპლა.

21 ოქტომბრის covid-გეოგრაფია

რაც შეეხება დღევანდელ სტატისტიკას, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი, covid-19-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 1351 შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირებულია - 445 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში - 295, ქვემო ქართლში - 76, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 66, მცხეთა-მთიანეთში - 23, შიდა ქართლში - 23, კახეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, გურიაში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 1.

რამდენ მოქალაქეს აქვს covid-19 და სად მკურნალობენ?

20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სულ 11 033 მოქალაქეს აქვს. მათ შორის: 3071 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, საიდანაც თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1520 პირი, ხოლო აჭარაში - 637.

მძიმე პაციენტების რაოდენობა 372-ია, რომელთაგან თბილისში მკურნალობს 186 მოქალაქე, ხოლო აჭარაში - 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი - თბილისში - 52 , აჭარაში - 11, დანარჩენი კი სხვა რეგიონებშია.
უწყებათაშორისი საბჭოს ცნობითვე, 1772 პირი მოთავსებულია კოვიდ სასტუმროში, საიდანაც 1119 პირი არის აჭარაში, ხოლო 500 - თბილისში. 6 544 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

რამდენი მოქალაქეა საკარნტინე სივრცეებში/თვითიზოალციაში?

ამ ეტაპზე, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 4 462 ადამიანი, აქედან თბილისში - 1007, აჭარაში - 2215.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაშია 21 703 პირი, საიდანაც თბილისში 3599 პირი იმყოფება, აჭარაში - 8808, იმერეთში კი - 3341.

6-20 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 6857 პირი.