მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21:00-დან 06:00 საათამდე როგორც - ქვეითად, ისე ავტომანქანით გადაადგილება იკრძალება

5e8217dce0c38
თელარა გელანტია
31.03.20 08:30
1032
დღეიდან საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნული სხვადასხვა აკრძალვებთან ერთად, ასევე, გულისხმობს იმას, რომ 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი”, - განაცხადა პრემიერმა.

10 აკრძალვა/ცვლილება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოაცხადა - მოქალაქეების საყურადღებოდ