მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21:00 საათამდე მისვლა და 06:00-მდე ეკლესიაში დარჩენა - წესი მრევლისთვის

5e9746f2445a4
თამთა ჯიჯავაძე
15.04.20 21:36
2267
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს კომენდატის საათის დაწყებამდე ტაძარში – 21 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, და მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში.

„თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სხვა შეზღუდვები, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს. ეს შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, ყველა იმ რისკ ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც რისკ ჯგუფში შედის, იქნება ეს დაავადების მქონე, რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე ბავშვებს – ამ ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ როგორც მითითებული არის ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში, ზედმიწევნით გაითვალისწინონ ეს. ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელი არის მათთვის, ვისაც სახლში ჰყავს რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანი. ეს იქნება ქრონიკული დაავადების მქონე თუ დაქვეითებული იმუნიტეტს მქონე ადამიანი თუ ხანდაზმული.

მათ უნდა ყველამ გაითვალისწინოს რომ ეს დაავადება, რომლის შესახებაც ყველაფერი ცნობილი არ არის, წარმოადგენს საშიშროებას, შესაძლოა მათთვის არა, მაგრამ მათი ახლობლებისთვის, რომლებიც სახლში არიან.

ამიტომ უნდა გამოვიჩინოთ ყველამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სხვებისთვისაც, ახლობლებისთვის, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და ამიტომ იმედი გვაქვს რომ როგორც აი ამ წინა რეკომენდაციების გათვალისწინება ხდებოდა მრევლის მხრიდან, და ჩვენ ვნახეთ რომ ზედმიწევნით. ძალიან დიდი მონდომებით იცავდნენ სოციალურ დისტანციას, ზუსტად ასე იქნება ტაძრებში დაცული დისტაცია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ეკლესიები არ დაიკეტება. 

"ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი სოციალური დისტანცია. ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები", – განაცხადა ჩიქოვანმა.