მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

217 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა მაისში

6479fe8b2f7bc
გიორგი თოლორდავა
02.06.23 19:00
524
გასულ თვეს საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 5,000 ლარი შეადგინა.

მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე მხოლოდ ერთი გარიგება დაფიქსირდა, რომელიც ლიბერთი ბანკს უკავშირდებოდა. ამ ერთადერთი გარიგების შედეგად, დღიურმა საშუალო ბრუნვამ გასულ თვეს 217 ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან აპრილში ბრუნვა 0 ლარი იყო.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, გასულ 2022 წელს ბირჟაზე საერთო ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

საინტერესოა ისიც, რომ გასული წლებისთვის 0-ლარიანი ბრუნვა საკმაოდ დამახასიათებელი მოვლენა იყო, 2021-22 წლებში თვეების განმავლობაში ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ ხორციელდებოდა.