მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 -23 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება

607fd0afc2546
ინგა მურუსიძე
21.04.21 11:21
1361
მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, მერიის სამუშაოების პარალელურად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური ქსელების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 22 აპრილს 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

დედაქალაქის სტაბილური და უსაფრთხო წყალმომარაგებისთვის „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთზე - მოციქულთასწორი ნინოს, წულუკიძისა და დავითაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სპეციალურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ. ქსელზე ასევე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულები.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 22 აპრილის საღამოს 23:00 საათიდან 23 აპრილის საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელოვანის გამზირს, მაჭავარიანის, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას, გოთუას, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნისა და მიმდებარე ქუჩებს.

დიდ დიღომში: ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, იოანე პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, კვირაცხოვლის, მუხათგვერდისა და მიმდებარე ქუჩებს; ბენდუქიძის დასახლებას.

დიდუბის რაიონში: დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10-12 კორპუსებს.

ქოშიგორას დასახლებაში: ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამის ქუჩებს.

სოფელ ზურგოვანაში: კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ქუჩებს.

ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.