მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 იანვარი - Covid-19-ის გამო 24 მოქალაქე გარდაიცვალა

600a6f205da8f
ინგა მურუსიძე
22.01.21 10:55
439
სპეციალურ გვერდზე stopcov.ge კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკა განახლდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 მოქალაქე და მაჩვენებელი ამჟამად 3022-ს შეადგენს.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 974-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 737-მდე.