მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით გუდაურში ფასდაკლების კვირეული ტარდება

5e307586afb40
BM.GE
28.01.20 22:13
719
22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით გუდაურში ფასდაკლების კვირეული ტარდება. Discount Week საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივით იმართება.

ფასდალების კვირეულთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუდაურში პრეს-ტური გამართა. სხვადასხვა მედიაშუალებების წარმომადგენლებს სამთო-სათხილამურო კურორტზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

ფასადაკლების კვირეულში გუდაურის 11 სასტუმროა ჩართულია. სამთო კურორტის განთავსების ობიექტები ქართველ და უცხოელ ტურისტებს 20-40 % ფასადაკლებას სთავაზობენ.

ფასდაკლების კვირეულში მონაწილე ტურისტებს 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით მთის კურორტების განვითარების კომპანია 2 დღიან სასრიალო აბონემენტზე 30% ფასდაკლებას სთავაზობს.

“ფასდაკლების კვირეულის მთავარი მნიშვნელოვანი ღირებულებაა კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების მოგზაურობას. აღნიშნული პერიოდი კონკრეტულად არის შერჩეული, იქიდან გამომდინარე რათა უფრო მეტად ხელი შევუწყოთ სასტუმროებს გუდაურში. როგორც იცით კლიმატური პირობების გამო ნაკლებია თოვლის რაოდენობა კორორტზე, თუმცა აქვე აღსაღნიშნავია , რომ ყველა საბაგირო ოპერირებს, სასრიალოდ მზად არის რამდენიმე ტრასა. პროექტს ჩვენ ვანხორციელებთ მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად 30 % ფასდაკლებას სთავაზობს საბაგირო აბონემენტზე.”-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გუდაურში ჟურნალისტებმა ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში ჩართული ახალგახსნილი სასტუმროები „გუდაური ლოჯი,“ Best Western Gudauri დაათვალიერეს.

პრეს-ტურის მონაწილეებმა კობი-გუდაურის სათხილამურო არეალი დაათვალიერეს, სადაც 4 ფრანგი სპეციალისტი, ქართველ მეზვავეთა გუნდს 3 დღის განმავლობაში გადაამზადებენ.

პირველად საქართველოში, კობი-გუდაურის სასრიალო არეალში დამონტაჟედება სუპერთანამედროვე ზვავსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც საშუალებას იძალევა სრიალი უფრო უსაფრთხო გახდეს.

ფასდაკლების კვირეულის მიზანია ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება.