დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
22 იანვრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 2 651 265 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 317 488, >18 ასაკის მოსახლეობის 45.8%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 205 638 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.0%.
ამასთან, ბუსტერ დოზით აცრილია 126 034, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 723 (2.10%) სრულად აცრილია -2 577 (1.45%), 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 318 (15.19%) სრულად აცრილია- 10 733 (13,24%).
19 იანვარს ქვეყანაში 7 193 აცრა ჩატარდა.
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლია დარეკონ 1522-ზე ან ეწვიონ booking.moh.gov.ge-ს. ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართონ უახლოეს ამცრელ პუნქტს.