20.ივნისი .2022 16:38

22 ივნისს პრემიერი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგება

22 ივნისს პრემიერი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგება
views 724
უკან

საგაზაფხულო სესიის ბოლო სასესიო კვირის ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე ბიუროს წევრებმა 21-24 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების რიგითობა განსაზღვრეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამშაბათის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებების შემდეგ, თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკურ ჯგუფს - „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელს დაეთმობა. ბოლო სასესიო კვირაში, დეპუტატები, კანონპროექტების განხილვასთან ერთად, სხვადასხვა უწყების მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშებსაც გაეცნობიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა