მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 მაისის მდგომარეობით საქართველოში 12 720 მოქალაქე დაბრუნდა

5ed90b9178b17
ინგა მურუსიძე
04.06.20 20:40
1335
22 მაისის მდგომარეობით საქართველოში 12 720 მოქალაქე დაბრუნდა, - ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა და კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გადადგმულს ნაბიჯებს ასახავს.

მთავრობის ანგარიშში წერია, რომ მათ შორის საჰაერო გზით დაბრუნდა - 7 107 მოქალაქე, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი. დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 - შშმ პირი, 259 - ხანდაზმული, 102 - ორსული, 435 - მცირეწლოვანი, 173 - ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 - ტრანზიტული მგზავრი, 29 - მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე - 3 517 მოქალაქე).

ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის - 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“.