მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 მაისს სიმბოლურად გვექნება რეისი რომიდან - ზალკალიანი

5eb5169a4d9b4
ინგა მურუსიძე
08.05.20 12:58
1173
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში სულ 61 ავიარეისი განხორციელდა და დაგეგმილია კიდევ - არაერთი.

მისივე თქმით, ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზებთან" თანამშრომლობით მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება ავიარეისებს დაგეგმვა და განხორციელება.

"ამ პერიოდში საქართველოში დაბრუნების მსურველთა იდენტიფიკაცია ხორციელდება დადგენილი კრიტერიუმებით და შესაბამისი ფორმებით. პირველ რიგში, ეს გულისხმობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ბილეთებით უზრუნველყოფას, ესენი არიან ქრონიკული დაავადებების მქონეების, ორსულების, ბავშვების და ხანდაზმულების სამშობლოში დაბრუნებას - ამ კატეგორიის 2008 მოქალაქე არის დაბრუნებული სამშობლოში.

9 მაისის ჩათვლით, გვექნება ბერლინიდან რეისი და ამის შემდეგ კიდევ დამატებით ახალი რეისები განისაზღვრა, კერძოდ 12 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-ლონდონის მიმართულებით, 15 მაისს - თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით, რომლითაც ისარგებლებენ ამერიკიდან წამოსული ჩვენი მოქალაქეები, 18 მაისს იქნება თბილისი-ლარნაკას რეისი, 20 მაისს თბილისი-ათენის რეისი და 22 მაისს სიმბოლურად გვექნება რეისი რომიდან", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მოქალაქეების ჩამოსვლა გაგრძელდება, თუმცა მოხდება თუ არა ეს სპეციალური რეისებით, შემდგომში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.