მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 ნოემბერი: დაინფიცირდა 4 048 მოქალაქე, გამოჯანმრთელდა 3 856 პაციენტი

5fba0adb0e9b3
თელარა გელანტია
22.11.20 11:11
778
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსი 3 856-მა მოქალაქემ დაამარცხა.

21 ნოემბრის covid-სტატისტიკაზე ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს. 

"დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 104 732-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 85 639-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. მათ შორის, თბილისში - 24, აჭარაში - 13, იმერეთში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976 გარდაცვალების შემთხვევა", - ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.