რესტორან „შავი ლომის“ მფლობელი მერიკო გუბელაძის განცხადებით, რესტორანს ქართველი მომხმარებელი ძირითადად საღამოს საათებში სტუმრობს და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, ბიზნესზე უარყოფითად აისახოს.
„რესტორანი 7-8 საათიდან 12 საათამდეა დატვირთული, ეს რესტორნისთვის მუშაობის აქტიური ფაზაა. თუ ადრე ტურისტები დილიდან მოდიოდნენ, დატვირთვა ასე თუ ისე იყო, ახლა ქართველი მომხმარებელი უფრო საღამოს საათებში შემოდიან. 10 საათზე დაკეტვა ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება. თუ მომხმარებლები გადაეწყობიან და 6 საათზე მოვლენ იმიტომ, რომ ეცოდინებათ, რომ 10-ზე უნდა გამოვიდნენ კარგი იქნება, თუ ასე არ მოხდა საღამოს რა დატვირთვაც გვქონდა, ესეც აღარ გვექნება“, - განაცხადა მერიკო გუბელაძემ.
„შავი ლომის“ მფლობელი აღნიშნავს, რომ სტუმრები ბოლო პერიოდის განმავლობაში რეგულაციების დაცვით სტუმრობდნენ რესტორანს და აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. მისივე თქმით, შაბათ-კვირას უკვე ცხადი იქნება, რა შედეგებს მოუტანს რესტორანს აღნიშნული შეზღუდვა.
„პარასკევი-შაბათი-კვირა ყველაზე დატვირთული გვაქვს ხოლმე და კვირას უკვე გასაგები იქნება როგორც აისახა ეს შეზღუდვა ბიზნესზე“, - უთხრა BM.GE-ის მერიკო გუბელაძემ.
შეგახსენებს, კორონავირუსის მზარდი შემთხვევებიდან გამომდინარე მთავრობამ აჭარის მსგავსად შეზღუდვები აამოქმედა თბილისსა და იმერეთში. შედეგად რესტორნები და ყველა გასართობი დაწესებულება მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?