მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 თებერვილიდან ესტონეთი covid-შეზღუდვებს ამკაცრებს

602fb6d5e160e
ნათია თაქთაქიშვილი
19.02.21 17:38
691
22 თებერვლიდან ესტონეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება. პრემიერ მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, პრემიერმა, ასევე, მოუწოდა დამსაქმებლებს,  გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ყველა თანამშრომელი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში იკრძალება ჯგუფური ვარჯიშები. იხურება აუზები. კინოთეატრები და თეატრები კი ღია რჩება, თუმცა აუცილებელია, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღო.

ესტონეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 55 295 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 514 ადამიანი.