მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის მოქალაქეებს ერთჯერადი საშვის მიღება შეეძლებათ

5fa917556d3d1
ინგა მურუსიძე
09.11.20 14:20
9172
"მოქალაქეებს ღამის საათებში გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვების მიღება შეუძლიათ", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საშვის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით, რომელიც დღეს, 18:00 საათზე ამოქმედდება.

„დღეს 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. ეს შეზღუდავა არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე, ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით იმ პირებსა და საავტომობილო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.

დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება, თუმცა ადამიანების რაოდენობა შემცირდება.

ამასთან, მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ დროებითი გადაადგილების საშვის მიღება 14 4-1-ზე დარეკვის შემდეგ, რომელიც ამოქმედდება დღეს, 18:00 საათიდან“, - განმარტა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.