მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

225 ახალი შემთხვევა აჭარაში - როგორია covid-ის გეოგრაფიული სტატისტიკა

5f72ddb4028fc
ინგა მურუსიძე
29.09.20 11:11
1168
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში სულ 3542 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25 კი კრიტიკული პაციენტია. მისივე ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

„314 ახალი შემთხვევიდან რეგიონებში კვლავ ლიდერობს აჭარა - 225 შემთხვევით, თბილისში - 35 ახალი პაციენტი გვყავს, იმერეთში - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 18, შიდა ქართლში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 3, გურიასა და ქვემო ქართლში 1-1- ახალი პაციენტი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა საქართველოს ყველა რეგიონში მზად არის გაუმკლავდეს სიტუაციას, თუმცა აუცილებელია რეკომენდაციების შესრულება.

„სიტუაცია საგანგაშო არ არის, თუმცა ძალიან საყურადღებოა. ვფიქრობ, დღეს საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება“, - განაცხადა ენდელაძემ.