მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

23 ნოემბერი: 881 მძიმე პაციენტიდან 330 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

5fbb62e5dbc26
ინგა მურუსიძე
23.11.20 11:23
497
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, 18 482 ინფიცირებულიდან მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში იმყოფება - 406, აჭარაში - 147, იმერეთში - 201.

როგორც სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 60, იმერეთში - 41.

23 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 108690 , ბოლო 24 საათში - 3958
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 89170 , ბოლო 24 საათში - 3531
მათ შორის გარდაცვლილი - 1012 , ბოლო 24 საათში - 36
კარანტინის რეჟიმში - 2137
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6221
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3736.