მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

23 ოქტომბრის covid-გეოგრაფია: თბილისი - 686, აჭარა - 487, იმერეთი - 356

5f9292402367f
ინგა მურუსიძე
23.10.20 12:23
653
"დღეს გამოვლენილი 1 759 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 686 შემთხვევა, აჭარაში - 487, იმერეთში - 356", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით არსებულ სტატისტიკაზე ისაუბრა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გვყავს 5 გარდაცვლილი, ხოლო 26 თებერვლიდან დღემდე სულ  - 183 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 759 შემთხვევიდან თბილისში არის 686 შემთხვევა, აჭარაში - 487, იმერეთში - 356, ქვემო ქართლში - 36, შიდა ქართლში - 35, გურიაში - 17, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 69, კახეთში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 421. 3 234 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 577, აჭარაში - 641. მძიმე პაციენტი დღეის მდგომარეობით გვყავს 397, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 82 პირი - მათ შორის, თბილისში - 53, აჭარაში - 12", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, აქტიური ინფიცირებული შემთხვევებიდან 2 025 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 9 162 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

ბერდია სიჭინავას განმარტებით, სულ 6-22 ოქტომბრის პერიოდში, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 პირი, საიდანაც თბილისში არის - 3 243, აჭარაში - 10 852, იმერეთში - 3 521.