მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

235 შემთხვევა აჭარაში, 38 - თბილისში - covid გეოგრაფიული სტატისტიკა

5f7430e44cc7c
ინგა მურუსიძე
30.09.20 11:30
908
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში აჭარაში 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მისივე ინფორმაციით, იმერეთში - 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 14, გურიაში - 6, კახეთში, მცხეთა- მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში - 1-1 ახალი შემთხვევა.

ამასთან, როგორც მარინა ენდელაძე ამბობს, დღეისთვის მკურნალობას გადის 3072 პაციენტი.

როგორც ცნობილია, დღეს 37-ე მოქალაქეც გარდაიცვალა. ინფექციონისტის ინფორმაციით, 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ქუთაისში, რომელსაც ჰქონდა მძიმე ორმხირვი პნევმონია, მოციმციმე არითმია და მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა.