მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 დეკემბრიდან სავაჭრო მოლები იხსნება, მაგრამ „ლილო მოლი“ - არა

5fe1f290e7bde
თელარა გელანტია
22.12.20 17:19
3432
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან, გარკვეული წესების დაცვით, სავაჭრო მოლები იხსნება, მაგრამ „ლილო მოლი“ - არა.

აღნიშნულის მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ „ლილო მოლი“ ბაზრობის ტიპის სავაჭრო კომპლექსია, ხოლო ბაზრობები ისევ დაკეტილი რჩება.

ამჟამად "ლილო მოლის" საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი 6000-მდე სავაჭრო ობიექტით. bm.ge სავაჭრო მოლის მენეჯმენტთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით - უშედეგოდ. 

„საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ 24 დეკემბრიდან 22 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს იყო თავიდან დაგეგმილი. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაზრობები არ გაიხსნება, თუმცა მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით" - თქვა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

დღესვე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ უფრო ვრცლად განმარტა, რატომ არ ხსნის მთავრობა ბაზრობებს. "ვფიქრობთ, ბაზრობების სტრუქტურიდან გამომდინარე, რთული იქნება შეზღუდვების დაცვა, რადგან ბაზრობები არის დიდი სივრცეები, სადაც ძალიან ბევრი ცალკე იურიდიული პირია და რაც არ უნდა ითქვას, ბაზრობების ადმინისტრაციას გაუჭირდებოდა სხვადასხვა მეწარმის მართვა; ასევე, ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას, განსხვავებით სხვა სავაჭრო ობიექტებისა", - აღნიშნა თურნავამ.