საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს, რომ წლიურ ინფლაციაზე -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა „საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის“ ჯგუფში ფასების 21.7%-იანი კლება. „ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5%) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.1%)“, - წერს საქსტატი და იქვე აღნიშნავს, რომ კომუნალურ სერვისებზე ფასების ასეთი ცვლილება (იგულისხმება შემცირება) განპირობებულია „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების“ ძალაში შესვლით ანუ კომუნალურები გადასახადების სუბსიდირების პროგრამით, რომელიც ზამთარშიც გაგრძელდა.
„ინფლაციას თუ მეთოდოლოგიურად განვიხილავთ, სწორად არის დათვლილი და შესაბამისად, 2,4%-იანი ინფლაციის დონე სწორი გამოდის, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი ბევრ დაზუსტებას და განხილვას მოითხოვს“, - ამბობს BM.GE-ისთან ეკონომისტი ირაკლი მაკალათია და იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი აზრით, მეტ სიცხადეს საჭიროებს.
„პირველ რიგში, გასათვალისწინებელია რამდენად აისახა კომუნალური გადასახადების სუბსიდირება მოქალაქეების უმრავლესობაზე. ის, რომ სუბსიდირება ბიუჯეტიდან ხდება ანუ ჩვენ გადასახადის გადამხდელები ვიხდით ამ ფულს, ეს ფაქტიც გასათვალისწინებელია და ამიტომ მიზანშეწონილია, ინფლაციის გამოთვლა კომუნალური გადასახადების გარეშე, ისევე როგორც ითვლება საბაზო ან ინფლაცია თამბაქოს გარეშე. შეზღუდვებისა და რეგულაციების ფონზე, როცა მოქალაქეების მოხმარების სტრუქტურა იცვლება, ზუსტი იქნება თუ სასაქონლო ჯგუფებში მოხდება წონების გადახედვა. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია სურსათის და ჯანდაცვის ჯგუფის პროდუქტების მოხმარება, შესაბამისად, მთლიან სამომხმარებლო კალათაში მათი წონებიც უნდა გაიზარდოს, ასევე ინფლაციის ანალიზისას, უნდა განვიხილოთ არა მარტო ინფლაციის მთლიანი მაჩვენებელი, არამედ შევაფასოთ მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვან სამომხმარებლო ჯგუფებში ფასების ზრდის მაჩვენებლები.
გამოთვლის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ინფლაციის მაჩვენებელი არის ზოგადი მაჩვენებელი და არ არის 100%-ით ზუსტი, რასაც ბევრი მიზეზი აქვს - პროდუქტების ფასები შერჩევითი დაკვირვების შედეგად მიიღება, ამიტომ ცხადია, მას აქვს შერჩევის ცდომილებებიც. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როცა გარკვეული სახის პროდუქტები არც კი იყიდებოდა, ამ პროდუქტების ფასები მიღებულია პირობითი გაანგარიშებით, ე.წ. ფასების იმპუტირებით. ასევე, ინფლაცია გამოთვლილია საშუალო მომხმარებლისთვის, ამიტომ ინდივიდუალურად თითოეულ ადამიანს განსხვავებული მოხმარების სტრუქტურა აქვს, რისთვისაც საქსტატს შემოთვაზებული აქვს პერსონალური ინფლაციის კალკულატორი, სადაც თითოეულმა ადამიანმა შეიძლება საშუალო ინფლაციის მაჩვენებლისგან განსხვავებული ინფლაცია მიიღოს კონკრეტული პროდუქტების მოხმარების სტრუქტურისა და ფასების გათვალისწინებით“, - აცხადებს ირაკლი მაკალათია.
შეგახსენებთ: მთავრობის გადაწყვეტილებით, აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, სახელმწიფო ზამთრის განმავლობაშიც უფარავს კომუნალურ გადასახადებს. საუბარია ნოემბერ-დეკემბერ-იანვარ-თებერვლის პერიოდზე. სუბსიდირების აღნიშნული პროგრამისთვის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 165 მლნ ლარი ჩაიდო. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობის სუბსიდირებაც, რისი ვალდებულებაც მთავრობამ აიღო. „2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. აბონენტებს, რომლებიც 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, მთავრობა მოქმედ და გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობას სრულად დაუფარავს“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?