მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 კვირის ორსული ქალი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა

5e92e02649a78
BM.GE
12.04.20 13:29
1174
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსისგან ერთი ორსული გამოჯანმრთელდა.

ლევან რატიანის ინფორმაციით, ტესტირებამ ორჯერ უჩვენა, რომ პაციენტს COVID-19 აღარ აღენიშნება. 

"ქალბატონზე, რომელიც არის ორსული, 24 კვირის, პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად ორჯერ მივიღეთ პასუხი უარყოფითი," - განაცხადა რატიანმა.

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ორსული აგრძელებს მკურნალობას.

დღეისთვის საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და ის 252-ს შეადგენს. 

ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60-ს შეადგენს. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა და ის სამს შეადგენს.