მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 მაისს ელექტრომომარაგება თბილისის 7 რაიონს შეეზღუდება

62879bf6bb2a3
მარიამ იზორია
20.05.22 19:45
7893
24 მაისს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება თბილისის 7 რაიონსს დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას "კომპანია" თელასი ავრცელებს.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, მეველეს, მათიაშვილის, ნავთლუღის, უჯარმის და ჭრელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ასათიანის, დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გალაკტიონ ტაბიძის და ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გრიგოლ ფერაძის, ვიქტორ ნოზაძის, შალვა გოგიძის, გოდერძი ჩოხელის, ოლია სოლოღაშვილის, შალვა ნუცუბიძის, მელიტონ ქანთარიას, კონსტანტინე კაპანელის და ალექსანდრე ბანძელაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის, ქრისტეფორე არეშიძის, ფალიაშვილის, ბაზალეთის, ატენის, მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ბარნოვის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაოინის III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაოინის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, ავშნიანის დასახლების (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების, მუხიანის, ისაკიანის, ანაპის 414-ე დივიზიის, გია რომელაშვილის, ავშნის, მგელაძის და საექიმოს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.